კაჩინსკის დაღუპვაში პილოტები დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

კაჩინსკის დაღუპვაში პილოტები დაადანაშაულეს

სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსეთის სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის პილოტები დაადანაშაულა. კომისიის

საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია: "პილოტებმა უარი განაცხადეს სათადარიგო აეროდრომისკენ გაფრენაზე, დაუშვეს საბედისწერო შეცდომები, რასაც კატასტროფა მოჰყვა". ამ დასკვნამ პოლონური მხარე აღაშფოთა. ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, - ანგარიშში არაფერია ნათქვამი "სევერნის" აეროდრომის რუს დისპეტჩერზე, რომელიც ეკიპაჟს არასწორ მითითებებს აძლევდაო. პოლონური მხარე საქმეს დამოუკიდებლად შეისწავლის.