ტუნისში გადატრიალება მოხდა - კვირის პალიტრა

ტუნისში გადატრიალება მოხდა

ტუნისში 2010 წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები 14 იანვარს გადატრიალებით დასრულდა. ქვეყნის პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი ტუნისიდან

გაიქცა და თავი საუდის არაბეთს შეაფარა. ძალაუფლება ხელში პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ განუჩიმ აიღო, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი ქვეყანას 1987 წლიდან მართავდა. ბოლო წლებში ტუნისში სოციალური ფონი ძალიან დამძიმდა. ქვეყანაში უმუშევრობამ 80 პროცენტს გადააჭარბა.