ევროსასამართლომ საქართველოს საწინააღმდეგო საქმეები დახურა - კვირის პალიტრა

ევროსასამართლომ საქართველოს საწინააღმდეგო საქმეები დახურა

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ეთნიკური ოსების მიერ შეტანილი   3300 სარჩელიდან 1549 საქმე დახურა ოსების მხრიდან სასამართლოსთვის აუცილებელი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.

ცნობისათვის: ლაპარაკია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, რომლის შემდეგაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში  შეიტანა. სასამართლომ ოსურ მხარეს სარჩელების განსახილველად საჭირო ინფორმაცია ორჯერ მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმეები დახურა.