ვაშაძემ რუსეთი ეთნოფაშიზმში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

ვაშაძემ რუსეთი ეთნოფაშიზმში დაადანაშაულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსულ-აფხაზური კომისიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიაზე კუთვნილი უძრავი ქონება არ დაუბრუნდებათ, ეთნოფაშიზმად მიიჩნევს.

ვაშაძის თქმით, კომისია სინამდვილეში ორი დანაშაულებრივი კლანისაგან შემდგარი ბანდაა, რომელიც ნადავლს იყოფს. ამ ბანდისგან რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების ქონებრივი პრეტენზიების განხილვაზე უარის თქმას ერთი შეფასება აქვს - ეს ეთნოფაშიზმია.

„"ის, რომ რუსეთი არც ერთი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, დიდი ხანია ყველამ კარგად იცის. თუმცა როგორი ვირტუალური რეალობაც უნდა შექმნან, როგორი კრიმინალური დაჯგუფებაც უნდა ჩამოაყალიბონ და რაც უნდა დაარქვან მას, აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია და ერთიან ქართულ სივრცეში დაბრუნება გარდაუვალია", - აღნიშნა მინისტრმა.