აფეთქება კრწანისში - კვირის პალიტრა

აფეთქება კრწანისში

11 იანვარს, კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 სამხედრო ადგილზე დაიღუპა, 13  - დაიჭრა. დაიღუპნენ: ზურაბ კუცია, ემზარ

შოშიაშვილი და დავით გოგიჩაიშვილი. დაიჭრნენ: ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამოსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური, როინ ხოზრევანიძე და ზაქარია კურტანიძე. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი საარტილერიო ბრიგადის წვრთნებისას ნაღმსატყორცნის ლულა გასკდა. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ სამი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება (ვრცლად იხ. გვ. 9).