კობა სუბელიანი კორუფციაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

კობა სუბელიანი კორუფციაში დაადანაშაულეს

დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი კორუფციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მათთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს სხვადასხვა ბაზარზე იყიდება.

გაეროს ოფისის წინ გამართულ აქციაზე დევნილებმა წარადგინეს დოკუმენტაცია და ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც, "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული დახმარება ვადაგასულია - ზეთი, ჰერკულესი და მარცვლეული, რომლებიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საწყობში ინახება, საქართველოში 2008 წელს შემოვიდა, თუმცა დევნილებამდე არ მიუღწევია.

დევნილებმა ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესზე მეთვალყურეობის დაწესება გაეროს სთხოვეს.