პატრიარქის ახალი განჩინება - კვირის პალიტრა

პატრიარქის ახალი განჩინება

საქართველოში დაბადებული ყოველი მეოთხე შვილი, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული გახდება და მათ მიენიჭებათ ტიტული:"სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის დამცველი". ეს განჩინება ილია მეორემ დააწესა. უწმინდესმა ბრძანა: "ზემოხსენებული ტიტული ნიშნავს იმას, რომ ისინი საპატრიარქო ტახტს უნდა გაუფრთხილდნენ, რომელიც სამშობლოს სიძლიერის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის საწინდარია".

ძალაში რჩება პატრიარქის განჩინება, რომლის მიხედვითაც. ყოველი მესამე შვილი პატრიარქის ნათლული გახდება. ამ განჩინების დაწესების შემდეგ საქართველოში 7 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა.