"ქართული პარტია" წინააღმდეგობის ჯგუფებს ქმნის - კვირის პალიტრა

"ქართული პარტია" წინააღმდეგობის ჯგუფებს ქმნის

"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძის ცნობით, ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის ჯგუფებს შექმნიან, რომლებიც დაიცავენ

დევნილების, ვეტერანების, პენსიონერების, ბანკის კრედიტორების, უმუშევრებისა და სოციალურად დაუცველ პირთა უფლებებს. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ იდეის გარშემო 50 ათასი ადამიანი მოიყრის თავს, რომლებიც გადაწყვეტენ, რა გზით შეცვალონ ხელისუფლება.

"მე ვიქნები ერთ-ერთი, ვინც 2011 წელს ბრძოლისუნარიანობის ვირუსს გაავრცელებს; როცა ძლიერი ხარ, როცა მტკიცე ხარ, როცა თვალები აგენთება, ეს ვირუსი გადამდებია. ხალხი გამოვა; როცა ჩემს წინააღმდეგ პასკვილები დაიწყო, ვფიქრობდი, რა იქნებოდა ამის პასუხი. ამის პასუხია, - ქვესკნელში უნდა ჩაჰყვე ხელისუფლებას!" - განაცხადა მან.