ბი-ბი-სიმ ბოდიში მოიხადა - კვირის პალიტრა

ბი-ბი-სიმ ბოდიში მოიხადა

ტელეკომპანია “ბი-ბი-სიმ” ატომური დაბომბვით დაზარალებული იაპონელი ცუტომუ იამაგუტის ხსოვნის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა. კერძოდ,  “ბი-ბი-სიმ” იუმორისტულ შოუში მსოფლიოში იამაგუტის ყველაზე უიღბლო ადამიანი უწოდა. დიდ ბრიტანეთში იაპონიის საელჩომ ტელეკომპანიას თანამემამულის გაშარჟება არ აპატია და ბოდიში მოახდევინა. საქმე ის არის, რომ 1945 წლის აგვისტოში იამაგუტი ხიროსიმაში იყო. ამ ქალაქში ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს. იამაგუტიმ დამწვრობა მიიღო, თუმცა მოახერხა და მშობლიურ ნაგასაკიში გაიქცა. იქ კი მეორედ მოყვა ატომურ დაბომბვაში. მიუხედავად ამისა, მან 93 წელი იცოცხლა და 2010 წელს გარდაიცვალა.