მინსკში ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

მინსკში ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა

მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც 2010 წლის 19 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონია

რესპუბლიკის სასახლეში  შედგა. ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების საერთო რაოდენობის 79,65% მიიღო. ინაუგურაციას არ დაესწრნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები. ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს ელჩი ბელორუსიაში გიორგი ჩხეიძე.