ალბანეთში არეულობაა - კვირის პალიტრა

ალბანეთში არეულობაა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ოპოზიციის მიტინგი  გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში, რომლის დროსაც დაიღუპა სამი კაცი და 55 დაიჭრა.

მათ შორის 25 პოლიციელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაჭრილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ. თუმცა პოლიციის მტკიცებით, ისინი მხოლოდ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით იყვნენ შეიარაღებული. ოპოზიციურ მიტინგზე ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ამის შემდეგ შეტაკება დაიწყო. დემონსტრანტებმა პოლიციის 15 მანქანა დაწვეს.