მასობრივი მკვლელობა სტავროპოლში - კვირის პალიტრა

მასობრივი მკვლელობა სტავროპოლში

სტავროპოლში კილერებმა მთელი ოჯახი ამოხოცეს. მილიციელებმა ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს 8 გვამი, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი ვლადიმირ სლიზაევი, მეტსახელად "ხანი" იყო. სლიზაევთან ერთად, კილერებმა დახოცეს მისი მეუღლე, შვილები, სიძე და მოსამსახურეები. მხოლოდ ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩა. "ხანი" რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკორეალიზატორი იყო.