"ხალხი მიწას უნდა მივამაგროთ" - კვირის პალიტრა

"ხალხი მიწას უნდა მივამაგროთ"

"მსოფლიოში ფასები იზრდება, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი სოფლის მეურნეობის განვითარებაა", - განაცხადა პრეზიდენტმა გურჯაანში გლეხებთან შეხვედრისას.

"უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მთავარია, ხალხი დასაქმდეს და შეძლოს გაძვირებული პროდუქტის ყიდვა. მსოფლიოში ფასების ზრდას მომზადებული უნდა დავხვდეთ. ხელი უნდა გამოვიღოთ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რაოდენობა გავზარდოთ. ამისთვის ჩამოვიტანეთ ახალი თესლი და ჯიშები. კახეთში ისეთი მიწაა, სულ გვალვა რომ იყოს, მაინც იხარებს.

ახლა გამოვიარე და ვნახე, რომ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი დგას ქუჩაში - ჩვენ ბირჟაზე მდგომი მიწას უნდა მივამაგროთ. კიდევ სწავლა გვჭირდება, ბევრი რამე ჩვენ თვითონ უნდა გამოვიგონოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.