შესაძლოა პური გაძვირდეს - კვირის პალიტრა

შესაძლოა პური გაძვირდეს

საქართველოში, შესაძლოა, პური გაძვირდეს. ექსპერტების შეფასებით, პურის გაძვირება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების ზრდის ტენდენცია თვე-ნახევრის ან ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების მიზეზი  მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში (რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში) ცუდი მოსავალია. საქართველოში დაახლოებით 90000 მეტრული ტონა ხორბალია შემოტანილი, რაც ტრადიციულ მარაგზე ბევრად მაღალია და ქვეყნის მოსახლეობას გამოსაკვებად თითქმის სამი თვე ეყოფა. ის, ძირითადად, უკრაინიდან, უნგრეთიდან და გერმანიიდან არის იმპორტირებული. ხორბლის მარაგის შევსება უახლოეს მომავალში საფრანგეთიდან იგეგმება, ევროპული ხორბლის მნიშვნელოვანი გაძვირების შემთხვევაში კი - აშშ-დან.