საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19 იანვარს მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგი 13:17 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო. ზუსტად 7 წუთის შემდეგ, მეორე, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი დაფიქსირდა.

რყევა განსაკუთრებით მძლავრი დასავლეთ საქართველოში იყო. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში მობილური კავშირგაბმულობის ხაზები გადაიტვირთა, რამაც მცირე პანიკა გამოიწვია. მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის რაიონის სოფელ კუკასრიდთან იყო. ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია.

ვანსა და ზუგდიდში რამდენიმე სახლი დაიბზარა. სეისმოლოგების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მათ ბაღდათის რაიონში სეისმოგრაფი დაამონტაჟეს და კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ.