ტრაგედია ტყიბულის მაღაროში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ტყიბულის მაღაროში

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებას ერთი მაღაროელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. დაიღუპა 37 წლის მერაბ კალანდაძე.

სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს 54 წლის ვიტალი ტურძელაძემ, 60 წლის მამული კუბლაშვილმა, 51 წლის მერაბ ობოლაძემ და 67 წლის ნუგზარ ჯავახაძემ. თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში მოათავსეს ტურძელაძე, კუბლაშვილი და ობოლაძე, რომლებიც შოკში არიან. ჯავახაძე ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ტყიბულის მაღარო ეკუთვნის "საქნახშირს", რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა. ამ მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რასაც რვა მაღაროელი შეეწირა.