სიჭინავა კვლავ პრეზიდენტია - კვირის პალიტრა

სიჭინავა კვლავ პრეზიდენტია

სასტუმრო "ჰოლიდეიში" გამართულ ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის დელეგატებმა პრეზიდენტად კვლავ ზვიად სიჭინავა აირჩიეს. 33 დელეგატიდან ყრილობას

ესწრებოდა 30, რომელთაც სიჭინავა ერთხმად აირჩიეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მისი პრიორიტეტი ეროვნული ნაკრები და შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებაა. სიჭინავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატებისთვის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კონტრაქტი მინიმუმ ორი წლით უნდა გაუხანგრძლივდეს (ვრცლად იხ. გვ. 43).