სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერი დააკავეს - კვირის პალიტრა

სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერი დააკავეს

სოხუმში "ეკონომიკური განვითარების" პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა დააკავეს. ე.წ. გენერალური პროკურატურის ცნობით, ლაკობამ რუსეთის საანგარიშო პალატის

ხელმძღვანელ სერგეი სტეპაშინს ცილი დასწამა. კერძოდ, ლაკობამ პარტიის საიტზე გამოაქვეყნა სტატია "სტეპაშინის ფენომენი და სინდრომი:

პოლიტიკური ინტრიგანი და შანტაჟისტი". ლაკობას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით "ცილისწამება, დაკავშირებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან". აფხაზი პოლიტიკოსი სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელ სერგეი ბაღაფშის რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნება.