სააკაშვილი სარგსიანს შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი სარგსიანს შეხვდა

სომხეთში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს შეხვდა. სააკაშვილმა სარგსიანს "კარგი მეგობარი და კოლეგა" უწოდა და აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური მეგობრობა ყველა ხალხისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სომეხი მოსწავლეებისთვის 10 საპრეზიდენტო სტიპენდია დაწესდება, რათა მათ საქართველოში განათლების მიღება შეძლონ. თავის მხრივ, სომხეთის პირველმა პირმაც ისაუბრა ქართულ-სომხურ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ ის მომავალმა თაობებმაც უნდა გააგრძელონ. სარგსიანმა ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების საქმეში საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრამდე პრეზიდენტებმა ტექნიკურ საგნებში ქართულ-სომხურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოეს.