ვაშაძე ილჰამ ალიევს შეხვდა - კვირის პალიტრა

ვაშაძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანს ეწვია. საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი Aაზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის რეალიზების აუცილებლობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც, რაც ორივე ქვეყნის პრობლემაა. გრიგოლ ვაშაძემ ვიზიტი კოლეგა ელმარ მამედიაროვსა და ტრანსპორტის მინისტრ ზია მამედიაროვთან შეხვედრებით დაასრულა.