საპატრიარქო ქართულ-თურქული მოლაპარაკებით უკმაყოფილოა - კვირის პალიტრა

საპატრიარქო ქართულ-თურქული მოლაპარაკებით უკმაყოფილოა

საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციაზე მოლაპარაკების დროს მათთვის, როგორც ტაძრების კანონიერი მფლობელისთვის, არავის მიუმართავს. "თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა.

ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია", - აცხადებს საპატრიარქო. მისივე განმარტებით, ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიც არის ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი, იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც გადადგმულიყო, თურქულ მხარესთან კი მოლაპარაკება სხვა ტაძრების რესტავრაციაზე უნდა გვეწარმოებინა (ვრცლად იხ. გვ. 30).