სენატორებს საქართველოში რადარის განთავსება სურთ - კვირის პალიტრა

სენატორებს საქართველოში რადარის განთავსება სურთ

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდიან. ამ წინადადებით ბარაქ ობამას უკვე მიმართეს "რესპუბლიკელმა" სენატორებმა ჯონ კაილმა, ჯეიმს რიშმა, მარკ კირკმა და ჯეიმს ინჰოფომმა.

სენატორებმა წერილი თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსსაც გაუგზავნეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოკავშირეებთან განთავსებით სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული ამერიკის ჯარებისა და მათი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით "რესპუბლიკელი" სენატორები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თურქეთმა ამერიკას ულტიმატუმი წაუყენა (ვრცლად იხ. გვ. 9).

რამდენიმე დღის წინ თურქეთმა განაცხადა, რომ ახალი ამერიკული რადარის TPY-2-ის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამერიკა ისრაელს რადიოლოკაციური სადგურის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას არ მიაწვდის.