კიევის მერს საქართველოში ეძებდნენ - კვირის პალიტრა

კიევის მერს საქართველოში ეძებდნენ

უკრაინული მედია კიევის მერს თბილისში ეძებდა. მათი მტკიცებით, ლეონიდ ჩერნოვეცკი ამჟამად საქართველოშია და ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

კიევის მერის მეუღლე ალინა აივაზოვა თბილისშია დაბადებული, ხოლო მამამისი თავის დროზე ერთ-ერთი გავლენიანი "ცეხავიკი" იყო. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, კიევის მერის ოჯახი თანხის ჩადებას სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობაში აპირებს, ქართულ მხარეს კი ჩერნოვეცკის საქართველოში გადმოსახლებაზე არაფერი სმენია.

27 იანვარს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე პოპოვს ჩერნოვეცკის მოძებნა და მისი სამსახურში დაბრუნება დაავალა. თავის მხრივ, პოპოვმა 28 იანვარს განაცხადა, რომ კიევის მერი უკანასკნელად გასული წლის ბოლოს ნახა.