სომეხ მაგნატს ბიზნესის საქართველოში გადმოტანა სურს - კვირის პალიტრა

სომეხ მაგნატს ბიზნესის საქართველოში გადმოტანა სურს

სომეხი მეწარმე,"გრანდ ჰოლდინგის" ხელმძღვანელი გრანტ ვარდანიანი ბიზნესის სომხეთიდან საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობას განიხილავს.მიზეზი სომხეთის პრემიერ ტიგრან სარქისიანსა და სახელმწიფო შემოსავლების კომისიის უფროსთან გაგიოკ ხაჩატრიანთან დაძაბული ურთიერთობაა. სომხური მედიის მტკიცებით,  ვარდანიანმა საქართველოში უკვე დააბანდა 2 მილიონი დოლარი და აპირებს ინვესტიციები უფრო გაზარდოს.