სამარშრუტო ტენდერში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

სამარშრუტო ტენდერში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა

თბილისის მერიის გამოცხადებულ სამგზავრო გადაყვანის ტენდერში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა. ესენია: შპს "თბილლაინი", შპს "კაპიტალ გრუპი", შპს "თბილქარი" და შპს "ფაბლიქქარი". გამარჯვებული კომპანიები ვალდებული არიან პირველ ეტაპზე ის მძღოლები დაასაქმონ, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ.

ოპოზიციას ტენდერის კეთილსინდისიერად ჩატარებაში ეჭვი ეპარება. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე კომპანიას ერთი და იგივე იურისტი ჰყავს, მათ ოფისებად რესტორნები "ქალაქური" და "ძველი სახლი" აქვთ მითითებული, საწესდებო კაპიტალი კი 100 ლარს შეადგენს.

გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი თბილისში 2011 წელს გამოშვებულ "ფორდ ტრანზიტებს" შემოიყვანენ.