ამოქმედდა გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემა - კვირის პალიტრა

ამოქმედდა გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემა

თბილისში ამოქმედდა კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით დაფარვის სისტემა. თუ მომხმარებელი ელექტროენერგიის, წყლის ან დასუფთავების

გადასახადს არ გადაიხდის, მას სამივე მომსახურება შეუწყდება. კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ ეხება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით, მოსახლეობისგან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განახორციელებენ. წყლის დავალიანების გადანაწილება შესაძლებელი იქნება.

ცვლილებების მიხედვით, თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ეს ცვლილება, ჯერჯერობით, მხოლოდ დედაქალაქელებს შეეხება.