პაემანი 60 ლარად - კვირის პალიტრა

პაემანი 60 ლარად

სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, საპატიმროებში გრძელვადიანი პაემნის ღირებულება 60 ლარი იქნება.მინისტრის თქმით, 60 ლარი ის მინიმალური თანხაა, რისი დაწესებაც შეიძლებოდა. შეხვედრები ფასიანი რომ არ გაეხადათ, უფასო ხანგრძლივი პაემნების დაწესება მხოლოდ 10 წლის შემდეგ თუ გახდებოდა შესაძლებელი, მაშინ, როცა სასჯელაღსრულების სისტემაში სათანადო ინფრასტრუქტურა იქნება. როგორც ცნობილია, საპატიმროებში ხანგრძლივი პაემნების სისტემა 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის გამო ის მიმდინარე წელსაც დაინერგება.