ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტს ომარ სულეიმანს თავს დაესხნენ, რასაც მისი დაცვის ორი წევრი ემსხვერპლა. თავად სულეიმანი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტად ჰოსნი მუბარაქმა ეგვიპტეში არეულობის დაწყების შემდეგ დანიშნა, არ დაშავებულა.

ქვეყანაში კი არეულობა გრძელდება. ეგვიპტეში ყველაზე მსხვილი გაზეთის "ალ-ხრამის" ჟურნალისტი მოკლეს, "ალ-ჯაზირას" კორესპონდენტები კი დაჭრეს. როგორც ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერმა ელ ბარადეიმ განაცხადა, თუ ხალხის ნება იქნება, მზადაა, პრეზიდენტი გახდეს.

ეგვიპტეში შეტაკებებს უკვე 300-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა, 5000-მდე კი დაიჭრა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი ჰოსნი მუბარაქი გადადგომას არ აპირებს.