ავსტრალიას "იასი" დაატყდა თავს - კვირის პალიტრა

ავსტრალიას "იასი" დაატყდა თავს

ქარიშხალი "იასი", რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრალიის კუინზლენდის შტატს დაატყდა თავს, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ყველაზე მძლავრია.

გამოდარების შემდეგ ავსტრალიის ოფიციალურ პირებს გაუკვირდათ, რომ არავინ დაღუპულა.

ქარიშხალმა კუინზლენდის შტატში ათასობით მოსახლე უსახლკაროდ დატოვა, გაანადგურა პლანტაციები. შტატში გაითიშა ელექტროენერგია.

ცოტა ხნის წინ ავსტრალია წყალდიდობამაც დააზარალა - მას 35 კაცი ემსხვერპლა.