მსოფლიოს ათი დიქტატორი - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ათი დიქტატორი

ჟურნალმა "თიმე"-მა” მსოფლიოს იმ ათი მოქმედი დიქტატორის სია გამოაქვეყნა, ვისაც, გამოცემის ვარაუდით, უახლოეს მომავალში ძალაუფლების დაკარგვა ემუქრება.

გამოცემის ვერსიით, ამჟამად ყველაზე დიდ გასაჭირში ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქია, მეორე ადგილზეა იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, მესამეზე - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ ილი, მეოთხე ადგილს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იკავებს.

გამოცემა ლუკაშენკოს "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებს; მეხუთე ადგილზე სუდანის მმართველი ომარ ჰასან ალ-ბაშირია, მეექვსეზე - ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, მეშვიდეზე - ზიმბაბვეს ლიდერი რობერტ მუგაბე, მერვეზე - ტაჯიკეთის პირველი პირი ემომალი რაჰმონოვი, მეცხრეზე - საუდის არაბეთის მმართველი, ხოლო მეათე ადგილს ალჟირის ლიდერი აბდელაზიზ ბუტეფლიკა იკავებს.