მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გარდაიცვალა

ტეხასის შტატში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი - 114 წლის ეუნის სანბორნი.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, სანბორნი 1896 წლის 20 ივლისს დაიბადა, სამი ქმარი ჰყავდა და ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც 2005 წელს 90 წლისა გარდაიცვალა.