მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ უპირობოდ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ ასევე მხარს უჭერს სტაბილურობას მთელ სამხრეთ კავკასიაში.

საუბრისას მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს. ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. გერმანიის კანცლერი ასევე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით, მათ შორის - ტურიზმის განვითარებით.