პატრიარქი ლონდონში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

პატრიარქი ლონდონში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო. ილია II სასულიერო პირებთან ერთად თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრა. უწმინდესი ლონდონში საფრანგეთის გავლით ჩავიდა.

იგი ავიარეისით ჯერ პარიზში ჩაფრინდა, საიდანაც მატარებლით ლონდონში გაემგზავრა. როგორც პატრიარქმა თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ლონდონში კენტერბერის მთავარეპისკოპოსის მიწვევით მიდის. ილია II ლონდონში ქართულ ტაძარს აკურთხებს და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება.

დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლებთან, კერძოდ, კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან. შესაძლოა, კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-საც შეხვდეს.