საგაზაფხულო სესია დაიწყო - კვირის პალიტრა

საგაზაფხულო სესია დაიწყო

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატით მუშაობა განაახლა. სესიის დახურვამდე საკანონმდებლო ორგანო განიხილავს ასზე მეტ კანონპროექტს, რომელთა შორისაა "თავისუფლების ქარტია" და კანონში "საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ" დამატებებისა და ცვლილებების პროექტი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სრულფასოვანი დატვირთული დღის წესრიგით საქმიანობას პირველივე სხდომებიდან შეუდგება.