სტრასბურგში საქართველოს სარჩელს განიხილავენ - კვირის პალიტრა

სტრასბურგში საქართველოს სარჩელს განიხილავენ

ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ქართულმა მხარემ 2007 წელს შეიტანა. სარჩელი 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხება.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი პრინციპები დაარღვია. საქართველოს მიერ საქმის მოგების შემთხვევაში, რუსეთს დეპორტაციისას დაზარალებული ქართველებისთვის მსხვილი კომპენსაციების გადახდა მოუწევს. სასამართლომ უკვე დაჰკითხა ორივე მხარის მოწმეები.