სემნებიმ რუსები აღაშფოთა - კვირის პალიტრა

სემნებიმ რუსები აღაშფოთა

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის პიტერ სემნების გამოსვლამ რუსული დელეგაციის აღშფოთება გამოიწვია.

კერძოდ, ევროპელმა დიპლომატმა 2008 წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს საქართველო-რუსეთის ომი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთება შეეძლო.

სემნებიმ რუსეთს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. Aამას რუსი დიპლომატების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი მტკიცებით, ევროკავშირმა რუსეთს სილა გააწნა, სემნების განცხადებები ანტირუსულია და რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. რუსები დაიმუქრნენ, რომ დმიტრი მედვედევს რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის რევიზიას მოსთხოვენ.