თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიები ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა - კვირის პალიტრა

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიები ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა

"თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიები და საქართველოში მდებარე მეჩეთები ორი ქვეყნის საერთო მემკვიდრეობაა",- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ტაძრების აღდგენა  ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის ნიშანია.

"ეს თემა არის ჩვენს ქვეყნებს შორის არა წინააღმდეგობის, არამედ ერთიანობის სფერო და ეს სამუშაოები ჩვენ გვაერთიანებს", - განაცხადა დავითოღლუმ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი  ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, თურქეთი საქართველოში ოთხი მეჩეთის აღდგენა-მშენებლობას ითხოვს.