ოპერაცია "მემკვიდრე" - კვირის პალიტრა

ოპერაცია "მემკვიდრე"

წინასწარი ინფორმაციით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი ვლადისლავ გასუმიანოვი, რომელმაც ამ პოსტზე ვადიმ ბროვცევი შეცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს უკავშირდება ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც მესამე ვადით კენჭისყრის უფლება ედუარდ კოკოითის არა აქვს.

რუს ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ გასუმიანოვი ჩაატარებს ოპერაცია "მემკვიდრეს", რომლის შემდეგაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის მმართველობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ნარიშკინის ხელში გადავა.