მეკობრეებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

მეკობრეებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

მეკობრეებმა 29 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი ჭკადუა დაატყვევეს. გიორგი ჭკადუა სუპერტანკერ "ენესელის" ეკიპაჟის წევრი იყო. გემი, რომელიც მეკობრეებმა გაიტაცეს, ინდოეთის ოკეანეში ცურავდა.

შეგახსენებთ, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობაში კვლავ რჩება 15 ქართველი მეზღვაური. გიორგი ჭკადუა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია.