ყოფილმა მოსამართლემ თავი მოიკლა? - კვირის პალიტრა

ყოფილმა მოსამართლემ თავი მოიკლა?

ყოფილი მოსამართლე ავთანდილ ჭაჭუა თბილისში, ბოლქვაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.

მას ტყვია აქვს მოხვედრილი. ამ ეტაპზე კრიმინალისტები ადვოკატის სიკვდილის მიზეზებს იკვლევენ. ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობაც სახელდება. მეზობლებს ხმაური არ გაუგონიათ. ჭაჭუა ბოლო დროს ადვოკატად მუშაობდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი მის საქმიანობას არ უკავშირდება.