ჰოსნი მუბარაქი გადადგა - კვირის პალიტრა

ჰოსნი მუბარაქი გადადგა

11 თებერვალს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ეგვიპტელებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა აცნობა.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, კაიროში საერთო-სახალხო ზეიმი დაიწყო. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელ-ბარადეიმ ამ დღეს თავის ცხოვრებაში უბედნიერესი უწოდა.

მუბარაქმა ძალაუფლება შეიარაღებული ძალების საბჭოს გადააბარა. არჩევნების შემდეგ სამხედროები პოლიტიკას ჩამოშორდებიან. ეგვიპტეში მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით აქციები 25 იანვარს დაიწყო. პოლიციასთან შეტაკებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4000-მდე კი დაიჭრა.