ბინ ლადენს კონკურენტი გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

ბინ ლადენს კონკურენტი გამოუჩნდა

ოსამა ბინ ლადენი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის #1 ტერორისტი აღარ არის. აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა მაიკლ ლეიტერმა განაცხადა, რომ პაკისტანში მოქმედი "ალ-კაიდას" ფრთა, რომელსაც ბინ ლადენი ხელმძღვანელობს, საკმაოდაა დასუსტებული. სამაგიეროდ, გაძლიერდა იემენური "ალ-კაიდა". მისი მეთაური ანვარ-არ-ავლაკია, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და თავისი იდეების პროპაგანდისთვის ინტერნეტს იყენებს. შესაბამისად, აშშ-ისთვის #1 ტერორისტი სწორედ ანვარ-არ-ავლაკია.