ნაზარბაევი ისევ პრეზიდენტი იქნება - კვირის პალიტრა

ნაზარბაევი ისევ პრეზიდენტი იქნება

ყაზახეთის პირველი პირი ნურსულთან ნაზარბაევი ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც აპრილში ჩატარდება, მონაწილეობას დასთანხმდა.

ეს ნაზარბაევმა მმართველი პარტიის "ნურ ოტანის" მე-13 ყრილობაზე განაცხადა. მანამდე ყაზახეთში სურდათ, რომ ნაზარბაევისთვის ყოველგვარი არჩევნების გარეშე, პრეზიდენტობის უფლება სიცოცხლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა "დემოკრატმა" ნაზარბაევმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო.