პოლონელი მაღალჩინოსნები ერთი თვითმფრინავით ვეღარ იმგზავრებენ - კვირის პალიტრა

პოლონელი მაღალჩინოსნები ერთი თვითმფრინავით ვეღარ იმგზავრებენ

პოლონეთის პარლამენტმა მაღალი თანამდებობის პირების ერთი თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალა. ამიერიდან პოლონეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი,

სენატისა და სეიმის სპიკერები, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაურები, ნაციონალური უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელები და რამდენიმე მინისტრი თვითმფრინავით ერთად ვეღარ იმგზავრებენ.

აღნიშნული კანონის მიღება დღის წესრიგში გასული წლის აპრილის თვეში, სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ დადგა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა.