კურილის საკითხს საგანგებო კომისია შეისწავლის - კვირის პალიტრა

კურილის საკითხს საგანგებო კომისია შეისწავლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ისტორიკოსებისგან დაკომპლექტებული კომისია,  რომელიც კურილის კუნძულების

საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს შეისწავლის. ეს აზრი ლავროვმა თავის იაპონელ კოლეგასთან, სეიმი მაეჰარასთან შეხვედრისას გამოთქვა.

იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმიტრი მედვედევი კურილის კუნძულებს ეწვია, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს ტერიტორია რუსული მიწაა. ამან ოფიციალური ტოკიოს აღშფოთება გამოიწვია. საპასუხოდ რუსეთმა კურილის კუნძულებზე დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანა.