მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მეშვიდედ წარდგა. სააკაშვილმა სიტყვას 1 საათი და 20 წუთი დაუთმო. მას დეპუტატებმა 36-ჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა ტაშით და რამდენჯერმე ფეხზეც წამოუდგნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა დაახლოებით 2015 წლისთვის გაუმჯობესდება.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაეთმოთ.

ოპოზიციონერებმა სააკაშვილს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს და სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკეს. საპასუხოდ კი პრეზიდენტმა ოპოზიციონერების არაკომპეტენტურობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი დებატები სასარგებლოა. პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, სამღვდელოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსების ხელმძღვანელები და სპეციალურად მიწვეული სტუმრები.