ისრაელმა საქართველო შავ სიაში შეიყვანა - კვირის პალიტრა

ისრაელმა საქართველო შავ სიაში შეიყვანა

ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა და თავის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

ექსპერტების აზრით, თელ-ავივმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა, გაეთავისუფლებინა ებრაელი ბიზნესმენები - ფუქსი და ფრენკელი, რომლებიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოსყიდვის მცდელობისთვის სამართლდებიან.

საქართველოს შავ სიაში შეყვანის მეორე მიზეზი კი ის არის, რომ თურმე თბილისმა ისრაელის მოსისხლე მტერთან, ირანთან უვიზო რეჟიმი შემოიღო. საქართველოსთან ერთად ამ ნუსხაში 8 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი.