დაიხურა თუ არა? - კვირის პალიტრა

დაიხურა თუ არა?

ებრაული მედიის მტკიცებით, ისრაელმა საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში თავისი საელჩოები ტერორიზმის საფრთხის გამო დახურა.

კერძოდ, თელ-ავივი "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის წლისთავზე შურისძიებას ელის. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საელჩო არ დახურულა, დიპლომატიურ უწყებაში რემონტი იყო და ამას უკავშირდება საელჩოს მუშაობის დროებითი შეფერხება.

ქართველი ექსპერტების აზრით კი, საელჩოს დახურვა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან, რამაც თელ-ავივი აღაშფოთა, მეორე ვერსიით კი ისრაელი საქართველო-ირანის უვიზო რეჟიმმა გააღიზიანა. ისრაელის საგარეო უწყებას ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.