თაღლითობა აშშ-ის სახელით
21-02-2011
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათ ხელთ აქვთ არაერთი ცნობა ელექტრონული თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც "მწვანე ბარათის" ლატარიას ეხება.
მოქალაქეებს მისდით ელექტრონული წერილები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მოიგეს "მწვანე ბარათი" და ბარათის მისაღებად უნდა შეავსონ განაცხადი და გადარიცხონ მისი ღირებულება "ვესტერნ იუნიონის" მეშვეობით. ზოგიერთი ელექტრონული წერილი ძალიან დამაჯერებელია.

სამწუხაროდ, წერილებმა ბევრი ქართველი მოატყუა - მათ თაღლითებს ასობით და ათასობით დოლარი გადაურიცხეს. საელჩო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ლატარიაში გამარჯვებულებს არ ეგზავნებათ ინფორმაცია
"მწვანე ბარათის" მოგების შესახებ. 2012 წლის ლატარიაში მონაწილე პირებმა 2011 წლის 1-ელი მაისიდან 30 ივნისამდე ინფორმაცია უნდა მოიძიონ შემდეგ მისამართზე:

http://www.dvlottery.states.gov. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი იმის გარკვევა, გაიმარჯვეთ თუ არა "მწვანე ბარათის" ლატარიაში. თაღლითები თავიანთ სქემაში იყენებენ შემდეგ ელექტრონულ მისამართებს: dv.states.gov@usa.com, us.states.gov@usa.com ან usagreencard2010@aol.com.
აშშ-ის საელჩო სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს, არ უპასუხონ ამ მისამართებიდან მიღებულ წერილებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით