მედვედევს "ქართული პროვოკაციები" აშინებს - კვირის პალიტრა

მედვედევს "ქართული პროვოკაციები" აშინებს

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის აზრით, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას საქართველოდან საფრთხე ემუქრება და ნებისმიერი შესაძლო პროვოკაცია უნდა აღიკვეთოს.

როგორც მედვედევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, "პრობლემები", რომლებიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, ძალოვანი სტრუქტურებისა და დიპლომატების ყურადღებას მოითხოვს. "უცხოელ პროვოკატორებზე" ისაუბრა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპონინმაც, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა.